კვირა, 2024-05-19, 6:02 PM
 
მოგესალმები, სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » აჭარელი
10:58 PM
აჭარელი


* * *
ქმარმა ცოლს ბეწვის ქურქი აჩუქა.
– ძვირფასო, ეს ხომ კურდღლის ქურქია, ამაში შემცივდება, – ეუბნება ცოლი.
– არაფერია, კურდღელი მთელი ცხოვრება ატარებდა და არ გაყინულა.

* * *
ინჟინერების ოჯახი. ქმარი ცოლს ეუბნება:
– დედამიწას გარშემო რამდენიმე ფენად სპილენძის მავთულს თუ შემოვახვევთ ცვლადი დენის მაგარი გენერატორი გამოვა.
– ისევ გამოთვერი არა? ცვლადი კი არა მუდმივი დენის!

* * *
კაცი ქალს ეკითხება:
– ძვირფასო, ჩემამდე კაცები გყავდა?
– შვილს გეფიცები, არ მყოლია!..

* * *
ერთი დაქალი მეორეს ეკითხება:
– საინტერესო შენ ქმარს თუ ახსოვს თქვენი ქორწილის თარიღი?
– საბედნიეროდ არ ახსოვს.
– რატომ საბედნიეროდ?
– წელიწადში რამდენჯერმე ვახსენებ და ყოველთვის საჩუქარს ვიღებ.

* * *
სამთომოთხილამურე ინსტრუქტორი მოსწავლეებს რჩევას აძლევს:
– ბავშვებო დაიმახსოვრეთ, მთავარია: ხეს მხოლოდ ერთი მხრიდან შემოუაროთ!

* * *
სახლში დაბრუნებულ ქმარს აცრემლებული ცოლი ეუბნება:
– ძვირფასო, ჩვენმა კატამ შენთვის გამზადებული კატლეტები სულ შეჭამა.
– დამშვიდდი საყვარელო, ახალ კატას გიყიდი.

* * *
ერთი ნაცნობი მეორეს ეკითხება:
– როგორ არის შენი მეუღლის ჯანმრთელობის საქმე?
– გამდლობ, კარგად. გუშინ თავზე რენტგენის სურათი გადაუღეს და საბედნიეროდ იქ ვერაფერი აღმოუჩინეს.

* * *
სპორტულ მაღაზიაში ცოლი ტრენაჟორს არჩევს. სარბენ ბილიკზე დადგება და მეუღლეს ეუბნება:
– ძვირფასო, ამას თუ მიყიდი, უფროსკლასელი გოგონასავით გავხდები.
– ძვირფასო, ეგ სარბენი ბილიკია, დროის მანქანა კი არა.

* * *
სარა სახლში ბრუნდება და ხედავს მისი ქმარი ფრთხილად აძრობს კედელს შპალერს. გახარებული ეკითხება:
– მოშე, რემონტის გაკეთება გადაწყვიტე?
– არა, სხვაგან გადავდივარ!

* * *
ბაზრობაზე. მყიდველი გამყიდველს ეკითხება:
– სადაურია ეს ბოტასები?
– გერმანული!
– კი მაგრამ შიგნით რომ აწერია ჩინურიაო!
– ნორმალური ადამიანებისთვის გერმანულია, ხოლო ცნობისმოყვარეებისთვის ჩინური!

* * *
ვატსონი ჰოლმსს ეუბნება:
– რა ცუდი ამინდია... ძალზე ცივა!
– ამიტომ ჩაიცვი თბილი საცვლები?! – ეუბნება ჰოლმსი.
– როგორ მიხვდით?
– უბრალოდ, თქვენ ხომ შარვლის ჩაცმა დაგავიწყდათ!

* * *
ბიჭიკია ჭიჭიკიას ეწვია სახლში და გაკვირვებული ეკითხება:
– შენ რა, ქიმიის სწავლა დაიწყე?
– არა, სიმონ, ეს ჩემი ცოლის ტუალეტის მაგიდაა, – პასუხობს ჭიჭიკია.

* * *
რესტორანში ცოლ–ქმარი სადილობს. ცოლი ქმარს ეუბნება:
– ასეთი მშვენიერი რესტორანია და რატომ ჰქვია ასეთი უცნაური სახელი "ყაჩაღური"?
– როდესაც ანგარიშს მოიტანენ, მიხვდები, – პასუხობს ქმარი.

* * *

ბიჭიკია ჭიჭიკიას ეკითხება:
– როგორ მივცე ცოლს მეტი თავისუფლება?
– სამზარეულო გაუფართოვე, – პასუხობს ჭიჭიკია.

* * *
სტუდენტი გამოცდაზე გავიდა. ჩანთიდან ლამაზი საწერ–კალამი ამოიღო და პროფესორს წინ დაუდო.
– კარგი, დამაკმაყოფილებელი, – ეუბნება პროფესორი.
სტუდენტმა კანფეტების შეკვრა დაუდო.
– კარგი ოთხიანი.
სტუდენტმა ჩანთიდან შამპანურის ბოთლი ამოიღო და წინ დაუდო.
– კარგი, კარგი, ხუთიანი, მომეცით ჩათვლის წიგნაკი, – ეუბნება პროფესორი და ხუთიანს უწერს. სტუდენტმა ყველაფერი ისევ ჩანთაში ჩაალაგა და მიდის.
– სად მიგაქვთ? – ეუბნება გაკვირვებული პროფესორი.
– ფიზიკაც ჩასაბარებელი მაქვს, – პასუხობს სტუდენტი.

* * *
მიხომ სესია ჩააგდო და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სახლში დეპეშა გაგზავნა:
– დედი, უნივერსიტეტიდან გამრიცხეს, მამა შეამზადე.
პასუხად იღებს:
– მამა მზადაა, ახლა თავად შეემზადე!

* * *
დირექტორი ბუღალტრობის მსურველებს გამოცდას უტარებს. კაბინეტში პირველი მსურველი შედის. დირექტორი ეკითხება:
– რამდენი იქნება, ორს რომ ორი მივუმატოთ?
– ოთხი!
– არ გამოგვადგები! – ეუბნება დირექტორი. შემოდის მეორე, რომელსაც იგივე შეკითხვას უსვამს.
– ხუთი!
ისიც გაუშვა. შემოდის შემდეგი. დირექტორი კითხვას უმეორებს.
– თქვენ რამდენი გნებავთ? – პასუხობს ბუღალტრობის კანდიდატი.
– მიღებული ხარ! – ეუბნება დირექტორი.

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: Humor - ანიგდოტები | ნანახია: 1658 | დაამატა: BeautifuL | ტეგები: აჭარელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები