![](/achareli.jpg)
* * * ქმარმა ცოლს ბეწვის ქურქი აჩუქა. – ძვირფასო, ეს ხომ კურდღლის ქურქია, ამაში შემცივდება, – ეუბნება ცოლი. – არაფერია, კურდღელი მთელი ცხოვრება ატარებდა და არ გაყინულა.
* * * ინჟინერების ოჯახი. ქმარი ცოლს ეუბნება: – დედამიწას გარშემო რამდენიმე ფენად სპილენძის მავთულს თუ შემოვახვევთ ცვლადი დენის მაგარი გენერატორი გამოვა. – ისევ გამოთვერი არა? ცვლადი კი არა მუდმივი დენის!
* * * კაცი ქალს ეკითხება: – ძვირფასო, ჩემამდე კაცები გყავდა? – შვილს გეფიცები, არ მყოლია!..
* * * ერთი დაქალი მეორეს ეკითხება: – საინტერესო შენ ქმარს თუ ახსოვს თქვენი ქორწილის თარიღი? – საბედნიეროდ არ ახსოვს. – რატომ საბედნიეროდ? – წელიწადში რამდენჯერმე ვახსენებ და ყოველთვის საჩუქარს ვიღებ.
* * * სამთომოთხილამურე ინსტრუქტორი მოსწავლეებს რჩევას აძლევს: – ბავშვებო დაიმახსოვრეთ, მთავარია: ხეს მხოლოდ ერთი მხრიდან შემოუაროთ!
* * * სახლში დაბრუნებულ ქმარს აცრემლებული ცოლი ეუბნება: – ძვირფასო, ჩვენმა კატამ შენთვის გამზადებული კატლეტები სულ შეჭამა. – დამშვიდდი საყვარელო, ახალ კატას გიყიდი.
* * * ერთი ნაცნობი მეორეს ეკითხება: – როგორ არის შენი მეუღლის ჯანმრთელობის საქმე? – გამდლობ, კარგად. გუშინ თავზე რენტგენის სურათი გადაუღეს და საბედნიეროდ იქ ვერაფერი აღმოუჩინეს.
* * * სპორტულ მაღაზიაში ცოლი ტრენაჟორს არჩევს. სარბენ ბილიკზე დადგება და მეუღლეს ეუბნება: – ძვირფასო, ამას თუ მიყიდი, უფროსკლასელი გოგონასავით გავხდები. – ძვირფასო, ეგ სარბენი ბილიკია, დროის მანქანა კი არა.
* * * სარა სახლში ბრუნდება და ხედავს მისი ქმარი ფრთხილად აძრობს კედელს შპალერს. გახარებული ეკითხება: – მოშე, რემონტის გაკეთება გადაწყვიტე? – არა, სხვაგან გადავდივარ!
* * * ბაზრობაზე. მყიდველი გამყიდველს ეკითხება: – სადაურია ეს ბოტასები? – გერმანული! – კი მაგრამ შიგნით რომ აწერია ჩინურიაო! – ნორმალური ადამიანებისთვის გერმანულია, ხოლო ცნობისმოყვარეებისთვის ჩინური!
* * * ვატსონი ჰოლმსს ეუბნება: – რა ცუდი ამინდია... ძალზე ცივა! – ამიტომ ჩაიცვი თბილი საცვლები?! – ეუბნება ჰოლმსი. – როგორ მიხვდით? – უბრალოდ, თქვენ ხომ შარვლის ჩაცმა დაგავიწყდათ!
* * * ბიჭიკია ჭიჭიკიას ეწვია სახლში და გაკვირვებული ეკითხება: – შენ რა, ქიმიის სწავლა დაიწყე? – არა, სიმონ, ეს ჩემი ცოლის ტუალეტის მაგიდაა, – პასუხობს ჭიჭიკია.
* * * რესტორანში ცოლ–ქმარი სადილობს. ცოლი ქმარს ეუბნება: – ასეთი მშვენიერი რესტორანია და რატომ ჰქვია ასეთი უცნაური სახელი "ყაჩაღური"? – როდესაც ანგარიშს მოიტანენ, მიხვდები, – პასუხობს ქმარი.
* * *
ბიჭიკია ჭიჭიკიას ეკითხება: – როგორ მივცე ცოლს მეტი თავისუფლება? – სამზარეულო გაუფართოვე, – პასუხობს ჭიჭიკია.
* * * სტუდენტი გამოცდაზე გავიდა. ჩანთიდან ლამაზი საწერ–კალამი ამოიღო და პროფესორს წინ დაუდო. – კარგი, დამაკმაყოფილებელი, – ეუბნება პროფესორი. სტუდენტმა კანფეტების შეკვრა დაუდო. – კარგი ოთხიანი. სტუდენტმა ჩანთიდან შამპანურის ბოთლი ამოიღო და წინ დაუდო. – კარგი, კარგი, ხუთიანი, მომეცით ჩათვლის წიგნაკი, – ეუბნება პროფესორი და ხუთიანს უწერს. სტუდენტმა ყველაფერი ისევ ჩანთაში ჩაალაგა და მიდის. – სად მიგაქვთ? – ეუბნება გაკვირვებული პროფესორი. – ფიზიკაც ჩასაბარებელი მაქვს, – პასუხობს სტუდენტი.
* * * მიხომ სესია ჩააგდო და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სახლში დეპეშა გაგზავნა: – დედი, უნივერსიტეტიდან გამრიცხეს, მამა შეამზადე. პასუხად იღებს: – მამა მზადაა, ახლა თავად შეემზადე!
* * * დირექტორი ბუღალტრობის მსურველებს გამოცდას უტარებს. კაბინეტში პირველი მსურველი შედის. დირექტორი ეკითხება: – რამდენი იქნება, ორს რომ ორი მივუმატოთ? – ოთხი! – არ გამოგვადგები! – ეუბნება დირექტორი. შემოდის მეორე, რომელსაც იგივე შეკითხვას უსვამს. – ხუთი! ისიც გაუშვა. შემოდის შემდეგი. დირექტორი კითხვას უმეორებს. – თქვენ რამდენი გნებავთ? – პასუხობს ბუღალტრობის კანდიდატი. – მიღებული ხარ! – ეუბნება დირექტორი.
|